ტრენინგი “სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები BLS”
ეკატერინე ბერიძე-პროფესიული სტუდენტი დიდი გეგმებით
თსუ პროფესიული პროგრამები 2025
წარმატებული სტუდენტური პროექტი ქუთაისში
ტრენინგი „პრიორიტეტიზება და გადაწყვეტილებების მიღება“
თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი საუკეთესო სამეულშია
თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი ფრენბურთში ვერცხლის პრიზიორია
დასაქმების შესაძლებლობები - შეხვედრა „გუდვილთან“
კონფერენციის მონაწილეები კახეთს ეწვივნენ
სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებულები
თსუ-ს კურსდამთავრებულები
თეიმურაზ ხეცურიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. მისი ინტერესის სფერო ტვირთების გადაზიდვა და ლოგისტიკა იყო. ამიტომ, გადაწყვიტა სწავლა პროფესიულ პროგრამაზე “სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა” (ქუთაისი).
თეიმურაზ ხეცურიანმა უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო კარიერული თვალსაზრისითაც, მუშაობდა სხვადასხვა ქსელში პრისელერად, ვაიზერად და მონიტორად. ამჯამას, შპს “იფქლი”-ს დისტრიბუტორია.
“ლოჯისტიკის განხრით ადრეც ვმუშაობდი, მქონდა გამოცდილება. მაგრამ პროფესიულ პროგრამაზე ბევრად მეტი ცოდნა შევიძინე ამ მიმართულებით, რისთვისაც მადლობას ვუხდი თსუ პროფესიული განათლების ცენტრს”-, აღნიშნა მან.
შალვა ქაშიაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია და წარმატებით საქმიანობს საბუღალტრო აუდიტორულ კომპანია "ეკოვის საქართველო”-ში ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე “ბუღალტრული აღრიცხვა”(თბილისი) სწავლა მისთვის წარმატებული კარიერის წინაპირობა აღმოჩნდა. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც დასაქმებაზე პირველი შეთავაზება მიიღო.
“თსუ პროფესიული განათლების ცენტრში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა ჩემს კარიერულ წინსვლასა და განვითარებას, რაც კურსის დასრულებამდე დასაქმებშიც გამოიხატა”,-აღნიშნა შალვა ქაშიაშვილმა.
თამარ ხარაბაძე პროფესიული პროგრამის “საოფისე საქმე”(ქუთაისი) 2024 წლის კურსდამთავრებულია. თამარი ამჟამად შპს „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობს და ორგანიზაციის ადამიანური რესურსების სტრატეგიულ მართვასა და ადმინისტრაციულ პროცესების კოორდინაციას უძღვება.
თამარი ასევე დასაქმებულია შპს „კოკა-კოლა იმერეთში“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე და “აზროვნების აკადემია”-ში კოორდინატორობასაც ითავსებს.
თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლა ახალი პროფესიის შესწავლის და პროფესიული უნარების გაუმჯობესების სურვილმა გადააწყვეტინა და მოლოდინი გაუმართლდა. მიღებული ცოდნის რეალიზაციას დღეს ეფექტიანად იყენებს რეალურ გარემოში. “განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მივიღე პროგრამის ფარგლებში და რომლებიც უშუალოდ გამოვიყენე როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ისე ადმინისტრირების მიმართულებით. გარდა ამისა, პროგრამამ ხელი შეუწყო ჩემი ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას მაძლევს უფრო ეფექტიანად ვიმუშაო როგორც გუნდთან, ისე პარტნიორ ორგანიზაციებთან”,-განაცხადა თამარ ხარაბაძემ. .
სალომე ღაჭავა თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საბაჟო საქმე“ 2025 წლის კურსდამთავრებულია.
სალომეს ახალი პროფესიის შესწავლა კარიერული ზრდის სურვილმა გადააწყვეტინა. როგორც ამბობს, მისმა არჩევანმა გაამართლა, რადგან თსუ პროფესიული განათლების ცენტრში მიღებული ცოდნა ხარისხიანი და მარტივად გამოყენებადია, დასაქმებით თვალსაზრისით.
„საბაჟო საქმის“ პროფესიული პროგრამაზე სწავლა საუკეთესო საშუალებაა ცოდნის მისაღებად და კარიერული განვითარებისთვის“, - აღნიშნა სალომე ღაჭავამ.
გიგა გიგაური „თიბისი ბანკში“ მრჩეველის პოზიციაზე მუშაობს. ის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია.
გიგამ პროფესიულ პროგრამაზე „საფინანსო სერვისები“ სწავლა მეტი ცოდნისა და განათლებისთვის გადაწყვიტა და თვლის, რომ არჩევანმა გაამართლა. პროფესიულ პროგრამაზე მირებული ცოდნას მას პროფესიულ განვიტარებაში დაეხმარა.
მაია კანდელაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულია. პროგრამამ „საბიბლიოთეკო საქმე“ (ქუთაისი) პროფესიის საფუძვლიანი შესწავლის საშუალება მისცა.
მაია კანდელაძე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეა საორგანიზაციო საკითხებში. ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული ბიბლიოთეკის სტრატეგიული განვითარებისა და ორგანიზაციული პროცესების მართვაში.
„ბიბლიოთეკაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ეფექტური მენეჯმენტისთვის აუცილებელია პროფესიული ცოდნის ქონა იმ სფეროში, რომლის მართვაშიც იღებ აქტიურ მინაწილეობას. სწორედ ამ სურვილმა და ინტერესმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება – საფუძვლიანად შემესწავლა საბიბლიოთეკო საქმე. თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა მიმიზიდა ხარისხიანი სასწავლო პროგრამითა და ასაკობრივი შეზღუდვების არარსებობით, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციის წყარო გახდა“,-განაცხადა მაია კანდელაძემ.
მისივე თქმით, საბიბლიოთეკო საქმის სიღრმისეულად შესწავლამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი ხედვა და მართვის სტილი, უკეთ გაიაზრა ბიბლიოთეკარების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკა, რამაც ორგანიზაციული პროცესების უფრო ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვის საშუალება მისცა.
ჯუნა კუხალაშვილი თსუ პროფესიული პროგრამის “საბიბლიოთეკო საქმე” (ქუთაისი) 2023 წლის კურსდამთავრებულია.
ჯუნამ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შემდეგ პოლიციის აკადემიაში მიიღო განათლება. შესაბამისად საბანკო სექტორიდან სამუშაოდ მანდატურის სამსახურში გააგრძელა, სადაც დღემდე საქმიანობს.
“საბიბლიოთეკო საქმის პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას ამჟამად ვიყენებ ჩემს სამსახურში. სხვადასხვა ასაკობრივ ბავშვებს ვურჩევ თუ როგორ შეძლონ სხვადასვა სახის ლიტერატურის სწორად შეარჩევა და სწორად კითხვა.”-აღნიშნა ჯუნა კუხალაშვილმა.
თამარ მელია თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ეკონომიკური განათლება აქვს და საკუთარი ბიზნესიც, მიაჩნია, რომ პროფესიულმა პროგრამამ „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) მისი საქმიანობა უფრო საინტერესო და აქტიური გახადა.
„8 წელია ვხელმძღვანელობ საკუთარ სარეკლამო სააგენტოს „თიჯი სტუდიო“, რომელიც აერთიანებს პოლიგრაფიულ/ბეჭდვით მომსახურებას, ბიზნესის და მარკეტინგის მიმართულებებს. გავხდი გიდების ასოციაციის წევრი. ვსაუბრობ 4 ენაზე, ვმუშაობ გიდად და ვაორგანიზებ კულტურულ ტურებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ., ჩართული ვარ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებში. ამ პროცესში პროფესიულ პროგრამაზე სწავლისას მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება უზომოდ მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა თამარმა.
როგორც თამარ მელიამ განაცხადა, პროფესიული განათლება სწორედ ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების სურვილმა განაპირობა და ეს იყო გამიზნული ნაბიჯი პროფესიული განვითარებისკენ. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს პროგრამის ხელმძღვანელის ანა რაზმაძის მიმართ, ვინც, მისივე თქმით, პროფესიულ ზრდასა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარა.
“დღევანდელ საქმიანობაში, იქნება ეს ტურების დაგეგმვა, საზოგადოებრივი ან სარეკლამო ღონისძიებების ორგანიზება, ყოველთვის ვიყენებ თსუ-ში მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას. განსაკუთრებით მადგება გუნდის მართვასთან, ბიუჯეტირებასა და ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებული ცოდნა, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი პროექტები გავხადო უფრო ეფექტური და ორგანიზებული”,-დასძინა თამარმა.
თედო ბუხრიკიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია.
თედო ბუხრიკიძემ პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტა, რადგან მიაჩნდა რომ მისი არჩევანი პროფესიულ განვითარებას შეუწყობდა ხელს. მისი აზრით, მოლოდინი გამართლდა.
თედოს საკუთარი ბიზნესი აქვს და პროფესიული პროგრამაზე “ღონისძიების ორგანიზება” (ქუთაისი) მიღებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას წარმატებით იყენებს პროფესიულ საქმიანობაში.
მარიამ ეფსაია თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. მარიამი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „სვისკაპიტალი“ მოლარე-ოპერატორია.
„ჩემი ინტერესის სფერო ყოველთვის იყო საბანკო პროდუქტები და ამ მხრივ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მომცა თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა,”-აღნიშნა მარიამ ეფსაიამ. მისივე თქმით, პროფესიული პროგრამაზე “საფინანსო სერვისები” (თბილისი) სწავლისას მიღებული ცოდნა “სვისკაპიტალში” ყოველდღიურ საქმიანობაში ადგება.
სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი
პროგრამების დათვალიერება